თქვენი აზრით,დამნაშავენი იყვნენ ეს ახალგაზრდები თუ მსხვერპლნი?

вторник, 17 ноября 2009 г.

1.პროექტის სახელი:შეწყვეტილი გაფრენა(“ჯინსების თაობა“)
2.პროექტის მოკლე აღწერა:80-იანი წლების ახალგაზრდების პროტესტი საბჭოთა რეჟიმისადმი.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები კითხულობენ დ.ტურაშვილის რომანს “ჯინსების თაობა“,ეცნობიან ეპოქის ისტორიას,მოიძიებენ თვითმფრინავის გამტაცებელთა საქციელის ამსახველ მაშინდელ და თანამედროვე ლიტერატურას,მოწმეთა ჩვენებებს,ოჯახის წევრთა მოგონებებს; ნახულობენ ფილმებს გეგა კობახიძის მონაწილეობით,კოლექტიურ მსვლელობას აწყობენ თავისუფლების თეატრში დ.დოიაშვილის სპექტაკლზე “ჯინსების თაობა“.
4.მონაწილეთა ასაკი:16-17წელი.
5.ვადები-ხანგრძლივობა:2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:წიგნის წაკითხვა,დისკუსია,მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფურად,მინი-ლექცია,სტუმრად თეატრში.
7.მოსალოდნელი შედეგები:სიმართლის შეტყობა,ესთეტიკური სიამოვნების მიღება.
8.სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეები კითხულობენ,ფიქრობენ,მსჯელობენ,იგებენ დიდი ხნით დამალულ სიმართლეს,ხვდებიან,როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ტოტალიტარულ სახელმწიფოში, იზიარებენ ადამიანის თავისუფლებისაკენ სწრაფვის განცდას,აფასებენ მათ საქციელს მორალურ-სამართლებრივი ღირებულებებით.
ხელოვნების დარგებთან ზიარების შედეგად,იღებენ დიდ ესთეტიკურ სიამოვნებასაც.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ლიტერატურა,ისტორია,ხელოვნება-კინო,თეატრი.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან.
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:მარიამ ჯიჯეიშვილი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:jijeishvili@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი: http://jijeishvili.blogspot.com/